logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: როდესაც ქუჩას ირჩევ და არ არის ის მუხტი, მასშტაბი, რაც რევოლუციას სჭირდება, ყოველთვის ხელისუფლება რჩება მოგებული
- +

1 დეკემბერი. 2020. 03:06

 

 

დამოუკიდებლები რომ არ არიან, ნათელია. ხან ნათელაშვილის ეზოში იკრიბებიან, ხან „ლელოს“ ოფისში. ერთმანეთს ხელს ვერ უშვებენ. ძნელი სათქმელია, რითი არიან სააკაშვილზე დამოკიდებულნი – ფულით თუ კომპრომატებით? ფაქტია, ეს ყველაფერი სწორედ სააკაშვილის ინტერესებში შედის“, - განუცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ასავალ-დასავალს“ საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური პროცესების კომენტირებისას.

 

მისი ამოცანაა, პარლამენტი არ შედგეს, ხელისუფლება კრიზისში მოექცეს და ამას რევოლუციური პროცესები მოჰყვეს, თუმცა, სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ დღეს ქვეყანაში რევოლუციური განწყობა არ არის“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკირებათ.

 

 

როდესაც ქუჩას ირჩევ და არ არის ის მუხტი, მასშტაბი, რაც რევოლუციას სჭირდება, ყოველთვის ოფიციალური ხელისუფლება რჩება მოგებული. ვინც ხელისუფლებას ერთპარტიულობისთვის უსაყვედურებს, მიმდინარე შეფასებებს დაუდებს წინ. ვერავინ მოსთხოვს პასუხს, ერთპარტიული რატომ ხართო, მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება!

 

 

როდესაც უგულავასა და ოქრუაშვილის ციხეში ყოფნას დასავლეთიდან მწარე რეაქცია მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა განაცხადეს, მართალია, ეს გადაწყვეტილება სწორედ არ მიგვაჩნია, მაგრამ დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს ვუწევთ და მათ შეწყალების მექანიზმით ვათავისუფლებთო. ანალოგიური რიტორიკით შეიძლება, ოპოზიციაც შევიდეს პარლამენტში, მაგრამ არ აკეთებს ამას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner