logo_geo
eng_logo
დავითგარეჯას საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს დღეს გამოკითხავენ
- +

1 დეკემბერი. 2020. 10:35

 

 

დავითგარეჯას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს დღეს გამოკითხავენ. ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში 13:00 საათზეა დაბარებული.

 

საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის საქმეზე გამოძიება ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ წარდგენილი მოცულობითი მასალების საფუძველზე დაიწყო. რუკებთან ერთად, ბიზნესმენის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალები სხვადასხვა სახის დოკუმენტებსაც მოიცავს. მათ შორის არის 2007 წლის 30 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ინტერვიუ, რომელიც მან აზერბაიჯანულ გამოცემას მისცა. შეკითხვაზე, რამდენად მართებულად მიიჩნევს ბეჟუაშვილი, რომ საქართველომ მოითხოვოს თავისი წმინდა ადგილები, რომელიც მაგალითად, საქართველოს ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ყოფილი მინისტრის პასუხი ასეთია:

 

„ეს საკითხის არასწორი ხედვაა. არ არის საჭირო არავისთვის არაფრის გადაცემა. მონასტრის ძირითადი ნაწილი გორაკის ქართულ ნაწილზეა. არავინ დავობს იმაზე, რომ მონასტრის დარჩენილი კელიები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ დავა არ არის. საუბარი მიდის ინტერესების გათვალისწინებაზე. ქართული მხარისთვის – ესაა ამ კელიებზე წვდომის მიღება. აზერბაიჯანული მხარისთვის-ესაა განსაზღვრულ სიმაღლეებზე კონტროლის შენარჩუნება. ჩვენ გაგებით ვეკიდებით აზერბაიჯანის ინტერესებს“,- აღნიშნავს ბეჟუაშვილი საქმის მასალებში არსებულ ინტერვიუში.

 

იქიდან გამომდინარე, რომ დავითგარეჯას მიმდებარე და საზღვრის სხვა მონაკვეთებზე სადავო სადემარკაციო კომისიის 2006-2007 წლებში მიღებული შეთანხმებაა, სავარაუდოდ ამ პერიოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ ბეჟუაშვილს. გელა ბეჟუაშვილი ქვეყნის საგარეო უწყებას სწორედ ამ წლებში ხელმძღვანელობდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner