logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
- +

1 დეკემბერი. 2020. 10:47

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, ერთი  პირი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ლენტური ხერხი, ასევე  დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე  მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner