logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის მრჩეველი გადადგა
- +

1 დეკემბერი. 2020. 11:00

 

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური მრჩეველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში სკოტ ატლასი თანამდებობიდან გადადგა. სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის თანამშრომელი ამ თანამდებობაზე 130-დღით იყო დანიშნული. სკოტ ატლასმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობისთვის.

 

სკოტ ატლასს მეცნიერთა ნაწილი აქტიურად აკრიტიკებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პრეზიდენტის მრჩეველი კორონავირუსის საფრთხეებს სათანადოდ არ აფასებდა და სკოლებისა და  საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას აუცილებლად მიიჩნევდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner