თურქეთში არსებული ეპიდვითარების გამო, კომენდანტის საათი დაწესდა და მოქალაქეებს შაბათ-კვირას გადაადგილება აეკრძალათ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დროს მოიცავს.
მოქალაქეები პარასკევის 21 საათიდან ორშაბათის დილის 5 საათამდე ვერ შეძლებენ გარეთ გასვლას.
აგრეთვე გამოცემის ცნობით, 20 წლამდე და 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
რესტორნებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მიწოდების სერვისის გამოყენებით, ხოლო სავაჭრო ცენტრში წასასვლელად საჭიროა სპეციალური საშვი.
კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ თურქეთში 600 000-ზე მეტი შემთხვევა და 13,5 ათასზე მეტი გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.