logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვის ინტერესებს ემსახურებიან ის პარტიები, რომლებიც არც აშშ-ის რჩევებს ითვალისწინებენ და ევროკავშირის დეპუტატების თუ ელჩების რეკომენდაციებიც ფეხებზე ჰკიდიათ?
- +

1 დეკემბერი. 2020. 11:47

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ქართულ ოცნებას" რომ რუსეთუმეობას აბრალებდნენ, - ხომ გახსოვთ?

 

გახსოვთ!

 

რუსეთის ინტერესებს ატარებენო, - ხომ ადანაშაულებდნენ?

 

ადანაშაულებდნენ!

 

ჩვენ მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის რეკომენდაციებით უნდა ვიხელმძღვანელოთო, - ხომ ამბობდნენ?

 

ამბობდნენ!

 

ვინც აშშ-ის და ევროკავშირის რჩევებს უგულებელყოფს, ყველა რუსეთის სამსახურშიაო, - ხომ აცხადებდნენ?

 

აცხადებდნენ!

 

ჰოდა, ახლა მე მაინტერესებს:

 

ვის ინტერესებს ემსახურებიან ის პარტიები და ადამიანები, რომლებიც არც ამერიკის შეერთებული შტატების რჩევებს ითვალისწინებენ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დეპუტატების თუ ელჩების რეკომენდაციებიც ფეხებზე ჰკიდიათ?

 

იქნებ, მხოლოდ ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები და მხოლოდ ხელისუფლების გასათვალისწინებელია ევროკავშირის რეკომენდაციები?

 

ამ პარტიებმა და პირებმა თავი სახელმწიფოს მიღმა დაიყენეს?

 

კი ბატონო, გვითხრან და ჩვენც გვეცოდინება, რომ ამ ინდივიდებმა უარი თქვეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების რჩევების გათვალისწინებაზე და იმასაც გავიგებთ, ამ უარით ვის ინტერესებს ემსახურებიან უკვე ღიად და დაუფარავად!

 

აი, თქვენი რუსეთუმე თავი კი ჩაქრა!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner