„მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს“, – ასე გამოეხმაურა ცნობილი მოჭადრაკე და მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას.
„გადაგვარებას აქვს ადგილი. მით უფრო, ასეთი ადამიანები როდესაც რაღაცას საუბრობენ, იმდენი ცუდი აქვთ მათ ჩადენილი, რომ რაღაცის გადაფარვა უნდათ – შეტევაზე გადმოდიან“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს „სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა“ უწოდა.