logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს: ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო
- +

1 დეკემბერი. 2020. 11:59

 

 

თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე მთელი აჭარა საუბრობდეს. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ სახე, ისე, რომ მეზობელს მოსალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება.

 

ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ამ წუთებში, სხდომის პარალელურად, მთავრობის სახლის წინ აქცია მიმდინარეობს.

 

გუშინ, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციაზე 1 ადამიანი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner