რუსეთმა და თურქეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გაუწევს მონიტორინგს.
„დასრულდა მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ეხება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს და ხელი მოეწერა შეთანხმებას. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები ერთობლივი ცენტრის სწრაფი ამოქმედებისთვის“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.