სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მათ შორის არის ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სრული დატვირთვით ემსახურებიან.