logo_geo
eng_logo
„სოციალური პროგრესის ინდექსით“ საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს
- +

2 ივლისი. 2016. 18:42


 

"2016 წლის სოციალური პროგრესის ინდექსის" მიხედვით, საქართველო საშუალოზე მაღალი პროგრესის მქონე ქვეყნების გვერდითაა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლი აქვს. ინდექსის მიხედვით, საქართველო 133 ქვეყანას შორის 54-ე ადგილასაა. მისი ქულაა 69.17. ინდექსის ჩამოანათვალში ლიდერობენ ფინეთი, კანადა, დანია და ავსტრალია. ყველაზე დაბალი განვითარებაა ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში, ავღანეთსა და ჩადშია. რაც შეეება საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანი 77-ე ადგილასაა, 63.75 ქულით; სომხეთი 67-ე ადგილას (66,05), რუსეთი 75-ე ადგილას, თურქეთი 57-ე ადგილას, უკრაინა - 63-ე, მოლდოვა - 72-ე. სოციალური პროგრესის ინდექსი აერთიანებს შემდეგ კრიტერიუმებს: კვება და ჯანდაცვა, წყალი და სანიტარული პირობები, საცხოვრებელი და პირადი უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა საბაზო განათლებაზე, ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და კომიკაციის საშუალებებზე, ჯანდაცვა და კეთილდღეობა, გარემოს მდგომარეობა, პირადი უფლებები, პირადი თავისუფლება და არჩევანის უფლება, ტოლერანტულობა და ინკლუზიურობა, ხელმისაწვდომობა განათლებაზე. საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს საბაზო განათლების ხელმისაწვდომობაზე (98.29 ქულა), 90 ქულა აქვს წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობაზე, კვება და საბაზისო ჯანდაცვა 95 ქულით შეაფსასეს. საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 35 ქულა აქვს ტოლერანტულობისა და ინკლუზიურობის კუთხით. ასევე, შედარებით დაბალი მაჩვენებლი - 45 ქულა აქვს უმალესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, 53 ქულა აქვს გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით, ხოლო 57 ქულა აქვს პერსონალური თავისუფლებისა და არჩევანის შესაძლებლობის კუთხით. ინდექსი „სოციალური განვითარების იმპერატივმა" მაიკლ ე. პორტერის, სკოტ სტერნისა და მაიკლ გრინის ავტორობით მოამზადა. „სოციალური განვითარების იმპერატივი" აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული გაერთიანებაა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner