logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, მათ შორის რეფორმების გზით
- +

1 დეკემბერი. 2020. 17:47

 

 

„საქართველომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია. მათ შორის რეფორმების გზით. მე, როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ NATO-ში არაერთხელ უსვამენ ხაზს, რომ რიგ რეფორმებში საქართველო გაცილებით წარმატებულია, ვიდრე NATO-ს წევრი ქვეყანა“, – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

როგორც სესიაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო აღნიშნულ მიღწევებს იყენებს, რომ „NATO-ში საქართველოს გაწევრიანება რეალისტური იყოს“.

 

„ჩვენს სახელმწიფოს სურვილი აქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ბოლო პერიოდის პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების, ლიდერების და NATO-ს ხელმძღვანელობის, იმის იმედს და თითქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების რეალური დრო რაც შეიძლება მალე დადგეს და ჩვენ კონკრეტულად ვიმუშავოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე. ეს ერთობლიობაში ძალიან კარგი გზავნილებია, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გავაძლიეროთ და ამ მიმართულებით ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე ვიყოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია, მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner