logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი დავითგარეჯას საქმეზე: დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები
- +

1 დეკემბერი. 2020. 17:49

 

 

„დავითგარეჯას საქმეში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები დევს“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ბექა ლილუაშვილი.

 

როგორც ჟურნალისტებს ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები.

 

„ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში. თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner