logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს
- +

1 დეკემბერი. 2020. 17:57

 

 

„მოლაპარაკების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

 

„როდესაც რომელიმე მხარე მოლაპარაკებაზე არ მოდის, მიუხედავად სუბიექტური ვითარების, წინაპირობებისა, ეს ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო არ ანაღვლებს და რომ მისთვის ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები ან არ არსებობს ან სადღაც მე-100 რიგშია. ესაა პასუხისმგებლობების მთავარი კრიტერიუმები. მე ვფიქრობ, რომ ეყოფა ჭკუა იმისთვის, რომ თუ ქვეყნის მიმართ ერთგულებას არ დაადასტურებს, თავის პოლიტიკური სუბიექტის სამარეში ჩასვლა მაინც აირიდოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

პოლიტიკურ სპექტრს კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ოპოზიცია დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული წინადადებების მოლოდინშია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner