„ჩემთვის ძალიან აბსურდულია პატარა პარტიების არგუმენტი, რომ როდესაც პარლამენტში შევალთ, იქ არავის ექნება იმხელა ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვა პარტიებზე. ეს ალიბი უკვე უარყოფილია, ვინაიდან უკვე ახლა, როდესაც მიშა უკრაინაშია და არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ისინი უკვე შანტაჟდებიან“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.
„ჩვენს ოპოზიციურ ველზე არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდა. ყველა არის ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ან მათი ყოფილი მოწინააღმდეგე, რომელიც ახლა ისევ მათ ორბიტაზე და სააკაშვილის შანტაჟის ქვეშ აღმოჩნდა. ჩემთვის ძალიან აბსურდულია პატარა პარტიების არგუმენტი, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, იქ არავის ექნება იმხელა ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვა პარტიებზე. ეს ალიბი უკვე უარყოფილია, ვინაიდან უკვე ახლა, როდესაც მიშა უკრაინაშია და არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ისინი უკვე შანტაჟდებიან. ჩვენ ვხედავთ, რომ პატარა პარტიების მხრიდან არსებობს პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ არსებობს სააკაშვილის ფიგურა, რომელიც კრძალავს ამას და ამბობს, რომ პარლამენტში შესულ პარტიას მოღალატეებად და მოსყიდულად გამოაცხადებს. თუ ამ შანტაჟს ახლა უკვე ემორჩილებიან, როგორ შეიძლება შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუძლონ ამ ზეწოლას“, - განაცხადა ოდიშარიამ.