logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს
- +

2 ივლისი. 2016. 18:48



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „რუსთავი2"-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ასეთი კვლევები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ემსახურება.


ზოგადად, კვლევები არის აუცილებელი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, სად ვდგავართ, რა ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი და საით უნდა მივდიოდეთ. მაგრამ ჩვენთან ამ კვლევებმა მიიღო რაღაც სხვა ხასიათი, ის კი არა, რომ რა გვჭირდება, ის რომ წინასწარ შექმნან საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი განწყობა. ყველა კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდება და რომლის ზურგს უკანაც დგას ნაციონალური მოძრაობა", ამას ემსახურება. როცა კვლევას უკვეთავსრუსთავი2" და კვლევის ჩამტარებელი არისნაციონალური მოძრაობის" წევრის კომპანია, ცხადია, სხვა რამეს ვერც იფიქრებ. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია კომპანიაზე, რომელმაც ზუსტად 21%-ით გააყალბა 2012 წელს ეგზიპოლის შედეგები. გააყალბებას ვამბობ სრულიად შეგნებულად, ეგზიპოლი ეს ისეთი თემაა, სადაც ცდომილება არ შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, შეიძლება მცირედით ასცდე, მაგრამ ეს არ არის კვლევა. იმავე დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩაატარა ეგზიპოლისამართლიანმა არჩევნებმა" და 0,3%-ით იყო აცდენილი და ამ კომპანიის 21%-ით. „რუსთავი2", „ნაციონალური მოძრაობა", თარხნიშვილი, მისი მეუღლე ეს ერთი შემადგენლობაა, ერთი ოჯახია, ერთი იდეოლოგიაა, ერთი პარტიაა. შესაბამისად, როცა ამით ახდენენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხადია, უნდობლობა არის მაღალი. ეს რომ უნდოდეთ შიდა მოხმარებისთვის, როგორც ჩვენ ვატარებთ კვლევებს ან სხვა პარტიები ატარებენ, გასაგებია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავისი კვლევები. როცა გამოთქვამენ ეჭვებს იგივე ჩვენს კვლევებთან დაკავშირებით და ზურა ბიგვავასთან დაკავშირებით, ზურა ბიგვავა ამ კვლევებს ატარებს უკვე რამდენიმე წელიაქართული ოცნებისთვის", ისინი არ ქვეყნდება, ისინი არის შიდა მოხმარებისთვის. ჩვენ რომ მის მიმართ უნდობლობა გვქონდეს, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ, რომ ის ყოველთვის ემთხვევა რეალობას, ფულს რატო გადაყრიდა პარტია თავისი შიდა კვლევებისთვის? გასაგებია, როცა გინდა შეცდომაში შეიყვანო საზოგადოება, შეიძლება, მაგრამ როცა ეს შენთვის გჭირდება, ცხადია, ამაში უაზრობა იქნებოდა ფულის დახარჯვა და სწორედ იმიტომ ვუკვეთავთ ამ კომპანიას, რომ ძალიან მაღალი ნდობა გვაქვს მის მიმართ, როგორც კეთილსინდისიერების, ისე პროფესიონალიზმის კუთხით. ახლა გამოვაქვეყნეთ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ალტერნატიული აზრი, იმ გაყალბებული მონაცემების. გამოვაქვეყნეთ კვლევის მცირე ნაწილი, თორე ის ძალიან ბევრ პლასტს და ბევრ კითხვას მოიცავს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner