logo_geo
eng_logo
„იმედი მაქვს, გავივლი...“ - ნიკა ჩოხელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს
- +

2 ივლისი. 2016. 19:26


 

გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟი ნიკა ჩოხელი 24 იანვარს ავტოავარიაში მოყვა და დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ნიკა ჟურნალ „გზასთან" იხსენებს ამ მძიმე ამბის დეტალებს:


„ჟინვალჰესთან, 300 არაგველის ძეგლს რომ გასცდები, მკვეთრი მოსახვევია. ძალიან ნელა მივდიოდით. კარგი საბურავები გვქონდა, მანქანა გამართული იყო, არ სრიალებდა, მაგრამ ამ მოსახვევში შევედით თუ არა, საპირისპირო მხრიდან ჯიპი შემოვარდა და დაგვეჯახა. მძიმე დაზიანება არც ერთს არ მიგვიღია. მანქანებიდან გადმოვედით და მძღოლმა აღიარა, რომ ავარია მისი შეცდომის გამო მოხდა. გვითხრა, ზარალს ავანაზღაურებო. ეს არ იყო ძლიერი შეჯახება, გვერდები „გავუსვით". ჩემს ბიძაშვილს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. სისხლი თოვლით მოვწმინდე, მერე ევაკუატორს ვურეკავდი. მანქანის უკანა მხარეს ვიდექი, ჩემს უკან ხევი იყო. უეცრად ყვირილის ხმა შემომესმა. თურმე, მეორე ჯიპი მოსრიალებდა. ისეთ ადგილზე ვიყავი, გასაქცევი არ მქონდა, ვეღარ გავიგე, სად წავსულიყავი, ყველაფერი წამებში მოხდა. ერთადერთი, ის მოვიფიქრე, რომ ჩვენს დამტვრეულ მანქანას ამოვეფარე. ჯიპი ზუსტად იმ მანქანას დაეჯახა, მანქანა კი - მე და ხევში გადამაგდო. ზურგით დავეცი, მერე ძალიან შორს ჩავსრიალდი. ჩემს ბედად, წყალსაცავში წყლის დონე დაწეული იყო, თორემ დავიხრჩობოდი. ძალიან შორს ვიყავი, ვერ მპოულობდნენ. დღის 4 საათი იქნებოდა, ნისლიანი ამინდი იყო.

 

დაცემის დროს გავითიშე დაახლოებით 3-4 წუთით. სრიალისას, როგორც ჩანს, რაღაცეებს ვეჯახებოდი. აზრზე რომ მოვედი, დავიყვირე. ვიღაცის ხმა შემომესმა, მეძახდა, სად ხარო? მერე ჩემამდე მალე ჩამოვიდნენ. იცოდნენ, ჩემი განძრევა არ შეიძლებოდა და ამოყვანა საკუთარი ძალებით არ უცდიათ. მაშველებს დაელოდნენ, რომ დაფაზე დავეწვინე, სხეული დაეფიქსირებინათ.

 

ახლა ტკივილები ნაკლებად მაქვს. ფეხზე სიცხეს და სიცივეს - ვერა, მაგრამ ოდნავ შეხებასაც კი ვგრძნობ. იმედი მაქვს, გავივლი", - ამბობს  ნიკა ჩოხელი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner