logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, „ლენდკრუიზერი“, მჭირდება, ძალიან ბევრს დავდივარ
- +

1 დეკემბერი. 2020. 20:51

 

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მას ძვირადღირებული მანქანა გადაადგილებისთვის სჭირდება, ისევე, როგორც ხარისხიანი ტელეფონი – საკუთარი საქმიანობისთვის,- ამის შესახებ მიტროპოლიტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ჩემი ეპარქია არის 1700 მეტრიდან უფრო მაღლა. მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, „ლენდკრუიზერი 105“, რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ.

 

ეს ტელეფონიც (აიფონი) ზუსტად ასეთი მჭირდება მე, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტია ჩემთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner