logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: იტალიაში მიცვალებულები ღამით სახლებიდან გამოჰყავდათ, ასეთი რამ აქ გინახავთ?
- +

1 დეკემბერი. 2020. 22:33

 

 

„იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოჰყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

„საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე, უცხოეთში ასობით და ათასობით ადამიანი კვდებოდა და კვდება ბინაზე. გინახავთ კადრები, როცა სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოჰყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში“, – თქვა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner