logo_geo
eng_logo
ანა თოფურია: მგონია, რომ ინფიცირებულების გარკვეულ ნაწილს მდგომარეობა ფსიქოლოგიური სტრესის და შფოთვის გამო უმძიმდება
- +

1 დეკემბერი. 2020. 23:08

 

 

ჩემს შემთხვევაში კოვიდ-ინფექცია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ, არ ვსაჭიროებ ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, მაქვს შფოთვა და საშიშროების მომატებული შეგრძნება, რაც აღნიშნულ დაავადებას ხშირად ახასიათებს“, - ამის შესახებ ქვეყნის პირველი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლე ანა თოფურიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

რატომღაც მგონია, რომ დღეისთვის კოვიდ-კლინიკებში თუ კოვიდსასტუმროებში გადაყვანილი ინფიცირებულების გარკვეულ ნაწილს მდგომარეობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესია და შფოთვის გამო უმძიმდება. აქვე მინდა, მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოვუწოდო მოსახლეობას. ვიყოთ ყურადღებით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და არ ავყვეთ პანიკას. სხვათაშორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ მუშაობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მედიის როლი. ამ ეტაპზე უდიდესი დატვირთვა აქვს საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რა შემთხვევაში როგორ იმოქმედონ და რა სიმპტომებია საყურადღებო“, - განაცხადა თოფურიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner