logo_geo
eng_logo
განიხილავს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენის საკითხს - პაატა იმნაძის განმარტება
- +

1 დეკემბერი. 2020. 23:27

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ეხმაურება გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მზად არის საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  Sputnik V მიაწოდოს.

 

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე  (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა.

„ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე ლაპარაკი არ არის“, - განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner