logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც დავით გარეჯთან დაკავშირებით რუკები გამოჩნდა, დაიწყო ეკლესიის დისკრედიტაცია და საუბრები რუსულ კვალზე
- +

2 დეკემბერი. 2020. 00:39

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

 

„თავდაპირველად, როგორც კი დაიწყო დავით გარეჯის საკითხზე ახალი ეტაპი და გამოჩნდა რუკები, ჩვენზე წამოვიდა საშინელი ზეწოლა. ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო, საუბრები რუსულ კვალზე, არჩევნებზე... ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანი ომშია და ამ საკითხის წამოწევა არ შეიძლება. 13 ნოემბერს საპატრიარქოს არქზე გავიდა გადაცემა, რომელიც დავით გარეჯში ჩავწერეთ. გადავიღეთ ძალიან საინტერესო ხედები, ქედზე მოვნიშნეთ ის ადგილები, რომლებიც ფაქტებში იყო გადმოცემული. ქედზე მდებარეობს ჩიჩხიტური და უდაბნოც, დასავლეთის მხარესაა ნათლისმცემლის დაბლობი. ეს ყველაფერი მონიშნულია ოქმებში. ჩიჩხიტურის კოშკამდე არმისული 100 მეტრი, საზღვარი არის შეთანხმებული. ასევე შეთანხმებულია საზღვარი აღდგომის ტაძრის შემდეგ. დარჩა მონაკვეთი ჩიჩხიტურსა და აღდგომის ტაძარს შორის“, - განაცახდა ჯაღმაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner