logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი დავით გარეჯზე: ეს დანაშაული ერთ მუშტად კრავს ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვიათ
- +

2 დეკემბერი. 2020. 00:48

 

 

“სულ რომ არ არსებობდეს ეს 1938 წლის რუკა, ნუთუ არ არსებობდა მაშინ შესაბამისი ანალიზის უნარი, რომ ასეთი ისტორიული სიმახინჯე რეალობას არ შეესაბამება. თანაც, ხომ რეალობაა ისიც, რომ არსებობდა ეს რუკები. კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ ეს რუკები და უნდა ეხელმძღვანელათ ამ პროცესში,” - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„პოლიტიკური ხაზი რომ გავავლოთ ამ სიტუაციაში, უნდა ვთქვათ, რომ დავით გარეჯი არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი თემა, რის გამოც პასუხი შეიძლება მოეთხოვოს კონკრეტულ პირებს, და არა მარტო კარტოგრაფებს. თითოეულ პარტიასთან მიმართებაში, რომლებიც დღეს არჩევნების საკითხზე სტრესული სიტუაციის შექმნასა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ, არსებობს სხვადასხვა თემა, რომლის გამოც სახელმწიფომ შეიძლება პასუხი მოსთხოვოს. დავით გარეჯი არის ერთ-ერთი საგანგებო თემა. სულ რომ არ არსებობდეს ეს 1938 წლის რუკა, ნუთუ არ არსებობდა მაშინ შესაბამისი ანალიზის უნარი, რომ ასეთი ისტორიული სიმახინჯე რეალობას არ შეესაბამება. თანაც, ხომ რეალობაა ისიც, რომ არსებობდა ეს რუკები. კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ ეს რუკები და უნდა ეხელმძღვანელათ ამ პროცესში. ეს დანაშაული ერთ მუშტად კრავს ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვიათ. რასაკვირველია, ისინი შეეწინააღმდეგებიან ამ საკითხზე პასუხის მოთხოვნის პროცესს“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner