logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც ხაზს ავლებ ქედზე, თვალნათლივ ხედავ, რომ შენი ტერიტორია რჩება ხაზის იქით, სულ ცოტა ამაზე განგაში არის ასატეხი
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:01

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ საზღვრის დამდგენი კომისიის 2019 წლის აგვისტოთი დათარიღებულ ოქმზე ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქართველი კოლეგები ნიშნულების ასაღებად ჩიჩხიტურის ძირში არ ჩაუშვა. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ოქმი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.

 

„პროტოკოლის ამ პუნქტის შესახებ, აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ განსხვავებით სხვა შეუთანხმებელი უბნებისა, დელიმიტაციის სამუშაოების დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, მხარეებს არანაირი კარტოგრაფიული მასალებით, აღნიშნულ უბანზე აზრთა სხვადასხვაობა სასაზღვრო ხაზის გავლებასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. ამ მიზეზით აზერბაიჯანულ მხარე არამიზანშეწონილად მიაჩნია რაიმე სახის აზომვით სამუშაოების შესრულება ამ უბანზე“, - ნათქვამია ოქმში.

 

„როდესაც ხაზს ავლებ ქედზე, თვალნათლივ ხედავ, რომ შენი ტერიტორია რჩება ხაზის იქით, სულ ცოტა ამაზე განგაში არის ასატეხი“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

 

11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner