logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:26

 

 

ბრალდებულთა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

დავით-გარეჯის საქმის პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავითგარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავითგარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა პროკურორმა.

 

11 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner