20 წლის გიორგი ჯაჭვაძეს გულის გადანერგვა სჭირდება, რასაც ოჯახი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.
ამჟამად ახალგაზრდა გულის ხელოვნური აპარატით ცოცხლობს და ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც ერთი თვის წინ ინსულტი დაემართა.
ჯაჭვაძეები დახმარებას ითხოვენ.