logo_geo
eng_logo
ნოდარ ხორბალაძე: ჩვენდა ბედად დაინიშნა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და იმ რუკების მოძიება მოხდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 02:32

 

 

აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო, რომ ჩვენთან კარტოგრაფიული საარქივო მასალა იყო გამქრალი, ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყე საარქივო მასალის ძიება. მაშინ მივმართეთ ზუსტად ბატონ მინისტრს, ჩვენდა ბედად დაინიშნა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და მოხდა უკვე იმ რუკების მოძიება“, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა ნოდარ ხორბალაძემ განაცხადა, რომელიც 2019 წელს ბაქოში  კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც მხარეებმა დავითგარეჯის საკითხი განიხილეს.

 

„2019 წელს გაზაფხულზე ბაქოში იყო კომისიის სხდომა, რომელზეც ჩავიდა საქართველოს დელეგაცია, მათ შორის გახლდით მეც. მანამდე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან ეს თემები გავიარეთ და იყო შეთანხმება, რომ ქართული მხარე დაეყრდნობოდა 1936-1937 წლებში გამოცემულ რუკას. აზერბაიჯანული მხარე ამას შეხვდა ნეგატიურად, მაგრამ რუკის მიმართ პრეტენზია მათ არასდროს გამოუთქვამთ. ისინი დაობდნენ ერთ რამეზე - აქამდე რატომ არ ითხოვდითო?!

ჩიჩქიტურის კოშკთან გვქონდა შეხვედრა, რომელზეც უნდა ჩაგვეტარებინა აზომვითი სამუშაოები, როდესაც ამის საშუალება არ მოგვცეს. ჩვენ პროტოკოლში ჩავწერეთ, რომ აზერბაიჯანელებმა ქართულ მხარეს არ მისცეს საშუალება. მათ ის კი არ თქვეს, რომ ეს რუკა არის ცუდი, თქვეს, რომ ქართველებს ამით არასდროს უხელმძღვანელიათ და ახლა რატომ მოუნდათო?! ეს ჩაწერეს ოქმის სახით.

ეს რუკები რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მათ თვითონ მოიტანეს. ამის შემდეგ დაიგეგმა, რომ აზერბაიჯანელები უნდა ჩამოსულიყვნენ. მათ თქვეს, ჩამოვალთ, ჩამოვიტანთ კარტოგრაფიულ მასალას და თქვენც თქვენი კარტოგრაფიული მასალა დაგვახვედრეთო.

აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო, რომ ჩვენთან კარტოგრაფიული საარქივო მასალა იყო გამქრალი, ამ შეხვედრის შემდეგ დავიწყე საარქივო მასალის ძიება. მაშინ მივმართეთ ზუსტად ბატონ მინისტრს, ჩვენდა ბედად დაინიშნა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და მოხდა უკვე იმ რუკების მოძიება“ - განაცხადა  ხორბალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner