logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 061 პაციენტი განიკურნა
- +

2 დეკემბერი. 2020. 11:15

 

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner