logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ვაი თქვენს პატრონს, თქვე არქიფო სეთურის ჩამომავლებო!
- +

2 ივლისი. 2016. 21:00


„ვინც შევარდნაძის მმართველობას კორუფციასთან აიგივებს, არის აბსოლუტური დემაგოგი, ლოგიკის არმცოდნე!" - ამბობს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში - „რეპორტიორის თვალით..."

 

„მახსოვს, ერთხელ ჟურნალისტი მოვიდა და მკითხა - იყო თუ არა ჩემს უწყებაში კორუფცია. ვუპასუხე, რომ იყო იმ დოზით, რა დოზითაც ყველგან, სხვაგან. არ შეიძლება გარკვეულ სამინისტროებში იყო აბსოლუტური სისუფთავე, ხოლო სხვა უწყებებში იყო კორუფცია. ასეთი სისულელე მარტო სააკაშვილის თავში იბადებოდა, რომელიც ამბობდა, იუსტიციის სამინისტროში კაციშვილი ქრთამს არ იღებსო. ეს იმ დროს, როცა ქონების ყველაზე დიდი დატაცება ხდებოდა სააკაშვილის დროს იუსტიციის სამინიტროში მაგრამ მეტ-ნაკლებობას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ხომ ხარ გასვრილი?! რას ნიშნავს, ყველაზე ნაკლებად ვიყავით გასვრილებიო, რომ ამბობენ... ნებისმიერი პატარძალი, დილით რომ იღვიძებს, თანაბარ მდგომარეობაშია. მეტ-ნაკლებობა არავის გამოუკვლევია. თურმე, უშიშროებაში ისეთი საწყლები ყოფილან, რომ ოჯახებს 60 ლარით არჩენდნენ. არ იყო ასე. არავის არ ჰყოფნიდა 120 და 170 ლარი სამი შვილის გასაზრდელად, სიგარეტის საყიდლად და სახლში შავი პურის მისატანად. თუ ამაში ვინმე შემეწინააღმდეგება, დამიჯდეს წინ და ვეტყვი, რომ თქვენ სახელმწიფო მოღვაწე კი არა, კორუფციის გარეშე ცხოვრებას რომ ახერხებდით, ილუზიონისტი ყოფილხართ-თქო. ჩვენთან ნაკლები იყო და სადღაც მეტიო... ვინ მოიგონა, ვინ დაწერა კრიტერიუმები, თქვე არქიფო სეთურის ჩამომავლებო?!

 

 

სააკაშვილმა წიგნი გამოსცა „საქართველო კორუფციის გარეშე", ვინ თქვა სააკაშვილი კორუფციის გარეშე?! ის, რომ „გაის" ინსპექტორი 5 მანეთს არ იღებს, თავისთავად კარგია, მაგრამ სანაცვლოდ ბიჭებს ხვრეტდნენ. აბა ჰკითხეთ შვილგარდაცვლილ დედას, რა ურჩევნია, „გაიშნიკი", რომელიც 5 ლარს იღებდა, თუ 200 შეიარაღებული პატიოსანი სპეცრაზმელი, რომელიც 168 ტყვიას დაახლის შენს შვილს?! სად გადის ზღვარი ზნეობასა და კორუფციას შორის?! ან რა პრანჭიაობაა, კორუფციის გარეშე... რომელს ჰყოფნიდა ხელფასი, რომელი ერთი იყო ისე... რომელმა ერთმა თქვა, ტელეფონი ან მანქანა არ მინდა, ქვეყანა გაჭირვებულიაო?! კორუფციის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ძალაუფლება, ვისაც მეტი ძალაუფლება ჰქონდა, იქ მეტი იყო კორუფციაც. თურმე ქვეყნაში კორუფცია მძვინვარებს და შს სამინისტრო და უშიშროება ამ დროს ამაში არ მონაწილეობს. ვაი თქვენს პატრონს!"- ამბობს მოლაშვილი.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner