logo_geo
eng_logo
აშშ-ში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირება იგეგმება
- +

2 დეკემბერი. 2020. 11:30

 

 

„აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „The Guardian“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი თვითიზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, 7 დღეს არ აღემატებოდეს.

 

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელი რეკომენდაციით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა 14-დღიან თვითიზოლაციას უნდა მიმართონ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner