logo_geo
eng_logo
„დემეტრემ შსს-ს ფეისბუქ-გვერდზე წერილი გაგზავნა და მინისტრს დახმარება სთხოვა“ - გომელაურის მოულოდნელი საჩუქარი გარდაცვლილი პოლიციელის შვილს
- +

2 დეკემბერი. 2020. 12:12

 

 

გარ­დაც­ვლი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის შვილს, დემეტ­რე ვენ­ჯე­ლაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრმა დიდი ხნის ნატ­ვრა აუს­რუ­ლა და ლეპ­ტო­პი აჩუ­ქა.

 

რო­გორც დე­მეტ­რეს დედა ნატო მუ­კბა­ნი­­ნი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მისი შვი­ლი კომ­პი­უ­ტერის არ­ქო­ნის გამო ონ­ლა­ინ­-გაკ­ვე­თი­ლებს ვერ ესწრებოდა. მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლემ უწყე­ბის „ფეის­ბუქ-გ­ვერ­დზე" წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნა და მინისტრს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, რის შემ­დე­გაც ვახტანგ გო­მე­ლა­ურ­მა მას ლეპ­ტო­პი გა­უგ­ზავ­ნა.

 

„ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლეა დე­მეტ­რე. ყვე­ლა სა­გან­ში 10 ჰყავს. მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი ჰქონ­და და „თიმსში“ შეს­ვლა უჭირ­და. დე­მეტ­რემ რო­გორც კი მის­წე­რა წე­რი­ლი მი­ნისტრს, მალე­ვე აჩუ­ქეს კომპიუ­ტე­რი. ძა­ლი­ან გახ­რე­ბუ­ლია. მად­ლო­ბა მას, რომ ასე გაგ­ვა­ხა­რა.

 

ჩემი მე­უღ­ლე ნო­დარ ვენ­ჯე­ლაშ­ვი­ლი ლან­ჩხუ­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. 2012 წელს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­­ღუ­პა. სასიამოვ­ნოა, რომ სამართალდამცველების დაობლე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი გრძნო­ბენ ყუ­რა­დღე­ბას სახელ­მწი­ფოს მხრიდან“, - ამ­ბობს ნატო მუკბანიანი.

 

დე­მეტ­რე ვენ­ჯე­ლაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრის მად­ლო­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით გადაუხადა.

 

„კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩემი თხოვ­ნის შესრულებისათ­ვის და დიდი მად­ლო­ბა რომ გუ­ლის­ხმი­­რე­ბას და ყურადღე­ბას იჩე­ნენ დაღუპუ­ლი პოლი­ცი­­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის მი­მარ­თე­ბა­ში“, - და­წე­რა მან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner