logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ნაციონალებს: თქვენი ნაძირალა ნაპრეზიდენტალის შემხედვარე ვისზე რას ამბობთ?
- +

2 ივლისი. 2016. 21:11


ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„მრავალი წლის წინათ, ამერიკაში სწავლის დროს, ერთ-ერთ სკოლაში მიგვიწვიეს გაცვლითი პროგრამის მონაწილენი. სულ თერთმეტნი ვიყავით, მათ შორის ქართველი მხოლოდ მე. სკოლაში რომ შევედით, შევამჩნიე რომ სკაუტები კარების ჩარჩოს აფართოებდნენ. შევეკითხე, - რას ერჩით, რატომ აფართოებთ? ხელოსნები მაინც მოგეყვანათ და მათთვის მიგენდოთმეთქი. ,,ჩვენი სკოლის კარები სხვას რატომ ვანდოთო. თან ფილადელფიიდან დიდ საჩუქარს ველოდებით და გვინდა მოვასწროთო." როგორც ყოფილი სკაუტი, (თუმცა, სკაუტი ყოფილი არასდროს არაა!!!) მეც შევუერთდი დიდი ხალისით. მეორე დღეს, დილით ადრე მირეკავენ სკოლიდან და მთხოვენ, აუცილებლად მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა საჩუქრის გადმოცემაშიო. ჩამოვიდა საჩუქარი, - უზარმაზარი ზარი!!! ერთ-ერთ მასწავლებელს ღიმილით ვკითხე, - არ შეიძლებოდა ცოტა პატარა ზარი გამოეგზავნათ და ამ ჩარჩოს გაფართოებასაც აცდებოდითთქო. გაკვირვებულმა შემომხედა, - როგორ არა, მაგრამ ის ხომ ზუსტი ასლი აღარ იქნებოდა და თან იმ სიმბოლურ ფასად რაც ჩვენ გადავიხადეთ, ნამდვილად ღირდა კარების ჩამოხსნა და ჩარჩოს გაფართოებაცო.

 

ეს ამბავი ახლა იმიტომ გავიხსენე, წკავწკავი რომ ატყდა - ,,არიქა, მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, არიქა, გვირაბი გაუფართოებიათო".... როგორ მებრალებით და მეზიზღებით... თქვენი ნაძირალა და ნაგიჟარი ნაპრეზიდენტალის ,,აღმშენებლობის" შემხედვარე ვისზე რას ამბობთ?

 

 აღმაშენებლის გამზირზე მუყაოს და მეტალო-პლასმასის „მარმარილოებით" რომ დაამშვენა და გააშენა შენობები... წვიმის მოსვლასთან ერთად რომ ლპებოდა და ინგრეოდა და იმ ხალხს ემსგავსებოდა, იმ ნაგიჟარის ხუშტურს რომ შეეწირნენ და უკბილოები რომ დარჩნენ.... ეს იმ ვიღაც კუბლაშვილის და მისი მსგავსის გასაგონად და წასაკითხად, სადღაც გაფართოებულ გვირაბში რომ დაეხეტება და ქვებს ეძებს... დიდი ქვა მოძებნე კუბლაშვილო და თავში შემოირტყი, - უფრო მეტად დაემსგავსები ნაცებს - დარტყმულთა სექტა ხართ.... მანამდე კი, ვაშა დაჩი ცაგურიას თქვენს ფრუტუნს რომ არ უსმენს....

დაჩი აგურია- ვაშა, რომ არ იცლის და საქმეს აკეთებს..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner