logo_geo
eng_logo
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

2 დეკემბერი. 2020. 13:38

 

 

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს  წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

 

პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

 

სამუშაოები  დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner