logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „რუსთავი 2“, იაგო ხვიჩია რომ გამოჭიმეთ „ღამის კურიერში“, პედოფილიის მხარდამჭერი განცხადების გამო კითხვა რატომ არ დაუსვით?
- +

2 დეკემბერი. 2020. 14:25

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

რუსთავი2“, იაგო ხვიჩია რომ გამოჭიმეთ „ღამის კურიერში“, გადავრთე და ამიტომ გეკითხებით, პედოფილიის მხარდამჭერი განცხადების გამო შეკითხვა მაინც არ დაუსვით?

 

„რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობა, დისკომფორტი არ გაქვთ? BBC-ს სტანდარტი რას გვეუბნება?

 

სალანძღავი კომენტარებით აუფეთქეს გვერდი. გირჩელები იცავენ, თქვენ პედოფილიაზე უარეს ვიდეოებს უცქერით და ხვიჩიას ლანძღავთო.

 

აი, ასეთი პარტია, 68 ათასი ხმით, რამდენიმე დეპუტატით შევიდა პარლამენტში.

 

ეს პარლამენტი მართლა დასაშლელია, ოღონდ ჯერ ამ მავნე პოლიტელემენტებისგანაა გასაწმენდი საზოგადოება.

 

ქ/ოცნება, იმას თუ ვერ ხედავთ, რომ საზოგადოებაში არსებული მდგომარეობის გამო, ხალხი თქვენზე ბრაზდება, ბინდი ჩამოიწმინდეთ!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

შეგახსენებთ, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი იაგო ხვიჩია, რამდენიმე დღის წინ შსს-ს მიერ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენის, შენახვის, ფლობისა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობის ფაქტზე დაკავებული პირის ამბავს, საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა:

 

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

 

ანუ?

 

პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა, ესარგებლა და დაიჭირეს?

 

სულ გააფრინეს“, - წერს იაგო ხვიჩია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner