logo_geo
eng_logo
აშშ-ში პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღების საქმის შესწავლა დაიწყო
- +

2 დეკემბერი. 2020. 14:28

 

 

აშშ-ში პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღების საქმის შესწავლა დაიწყო. კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ გამოაქვეყნა 18-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი „სოლიდური თანხის მიღების“ შემდეგ გამოსცა.

 

დოკუმენტში ეჭვმიტანილების კონკრეტული სახელები არ არის მოცემული. ასევე უცნობია, როდის გამოსცეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი და ვინ შეიწყალეს. საქმის დიდ ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

 

როგორც „როიტერი“ იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არც ერთი წევრი ამ საქმეში არ ფიგურირებს. თავად ტრამპმა გავრცელებულ ცნობას სიყალბე უწოდა.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 25 ნოემბერს შეიწყალა მისი ყოფილი თანაშემწე მაიკლ ფლინი. 2017 წლის დეკემბერში ფლინი ტელეფონით ესაუბრა რუსთის ელჩ სერგეი კისლიაკს და აშშ-ის მიერ რუსული კომპანიებისა და კერძო პირების მიმართ დაწესებული სანქციები განიხილა. შემდეგ კი, ამ საუბრის შესახებ ფედერალური გამოძიების ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა. სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც ტრამპის ახალო მოკავშირეების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებს იძიებდა, სთხოვა სასამართლოს, ფლინისთვის პატიმრობა არ მიესაჯათ, რადგან ის გამოძიებას დაეხმარა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner