logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
- +

2 დეკემბერი. 2020. 14:46

 

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.

 

„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, - განაცხადეს კლინიკაში.

 

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის, დაახლოებით, 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner