„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბრძანების თანახმად, „გამარჯვების დღეს“ აზერბაიჯანში ყოველი წლის 10 ნოემბერს აღნიშნავენ.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.