logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა... ძალიან ბევრი რამ...
- +

2 ივლისი. 2016. 22:06


ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ახმედ ჩატაევი „ნაციონალურმა მოძრაობამ", როდესაც ხელისუფლებაში იყო, ლაფანყურის სპეცოპერაციისთვის გამოიყენა.


ამის შესახებ სესიაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.


„ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ..

 

ლორთქიფანიძე ლაპარაკობს, რომ ჩატაევი გამოიყენეს ლაფანყურის სპეცოპერაციაში როგორც შუამავალი. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს არაფერი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და უცბად ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ? რა მიზნით,  რა საფუძველი ჰქონდათ ამის? საფუძველი იყო ის, რომ ჩატაევი აგენტი იყო. მათ მიიყვანეს ის მოსალაპარაკებლად, შემდგომ როგორც აღმოჩნდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, მთელი ის საქმე, რაც ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენებმა ეროლეს ჩატაევს.

 

სავარაუდოდ მისი ლიკვიდაცია უნდოდათ, იმიტომ, რომ ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა, ძალიან ბევრი რამ...  თუმცა, როგორც აღმოჩნდა ჩატაევი გადარჩა, იგი ფეხში იყო დაჭრილი და ტყიდან 9 დღე გამოდიდა და კი არ გამოვიდა, მოფოფხავდა, იმიტომ, რომ ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და ხოხვით გამოვიდა, ჩაბარდა მესაზღვრეებს, როგორც ყოფილი აგენტი, იმედი ჰქონდა, რომ მისი ხელმძღვანელობა მას ანგარიშს გაუწევდა.

 

იგი მის სახელს და გვარს ახსენებს მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე და ამის შემდეგ მას უყენებენ ბრალს, უდებენ ორ ლიმონკას და ეს დასტურდება შესაბამისი ჩვენებით.

როგორ წამროგიდგენიათ კაცი, რომელიც მოფოფხავს, განგრენა აქვს ფეხზე, 9 დღე მატლები ახვევია და მოფოფხავს ორი ლიმონკით, რომ მესაზღვრეებს ჩაბარდეს? ამის შემდგომ მას უყენებნ ბრალს არა ტერორიზმის მუხლით, წაუყენეს უკანონო იარაღის შენახვის ბრალდება.

 

ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფებაში ეს ორი ლიმონკის საქმე დაგვხვდა. შემდგომ დამტკიცდა, რომ ამ ადამიანს ეს ორი ლინომკა ჩაუდეს, ისიც დამტკიცდა, რომ ჩაბარდა და სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი რომ ის დაეკავებინა."- განაცხადა სესიაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner