„ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 155 ადამიანს ჩაუტარდა და 27-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 1904 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.