logo_geo
eng_logo
ლუის ვენტურა: დიეგო ღარიბი გარდაიცვალა, მისი ქონება მისმა ახლობლებმა მოიპარეს...
- +

2 დეკემბერი. 2020. 18:28

 

 

ჟურნალისტ ლუის ვენტურას დიეგო მარადონასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ.

 

ვენტურას თქმით, მარადონა სიღარიბეში გარდაიცვალა. მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

 

„მისი საბანკო ანგარიშიდან აღარაფერი დარჩა. დიეგო ღარიბი გარდაიცვალა. მარადონას ქონება მისმა ახლობლებმა მოიპარეს, დანარჩენი კი თავად დაარიგა. ყველა მათგანი მას მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ მათთვის რაღაც მიეცა.

 

ის ცხოვრობდა და იყო ძალიან გულუხვი. თუ გსურთ, რომ გაიგოთ, სად წავიდა დიეგოს ფული, მაშინ გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ იყვნენ.

 

დიეგოს ჯიბეში 100 ევროზე მეტი არასდროს ჰქონდა.

 

მეშინია, რომ ძალიან ემოციური არ ვიყო. მამაჩემი მებრძოლი იყო და გარდაცვალების წინ მითხრა - „უფლება მომეცი, წავიდე“. დიეგომაც ზუსტად ასე მითხრა - „უფლება მომეცი, წავიდე“... „აღარ მინდა, მეტად დავიტანჯო, აღარ მინდა, დეპრესიაში ჩავვარდე“. ვფიქრობ, ის დანებდა. მეამბოხემ დაცვა შეასუსტა“, - თქვა ვენტურამ.

 

როგორც ვენტურამ აღნიშნა, მარადონა ბოლო წლებში ხელფასზე ცხოვრობდა, რომელსაც „ხიმნასიას“ მწვრთნელის რანგში იღებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner