თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა და დღეს კოვიდ-კლინიკაში გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა 50 წელს გადაცილებული მამაკაცი. ის მემანქანე ინსტრუქტორი იყო და დეპო „გლდანში“ მუშაობდა. მას 17 ნოემბრიდან უფიქსირდებოდა ტემპერატურა და გადავიდა თვითიზოლაციაში, 20 ნოემბერს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ, ის დღეს კოვიდ-კლინიკაში გარდაიცვალა, მას კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა“, - განუცხადეს Report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.