ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნინო ქაცარავას პასუხობს, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გზაშია, და მალე დაბრუნდება:
„კი, შვილო, გზაშია, თან წინ ზის და ყველაზე მალე ჩამოვა.
ყოველი შემთხვევისთვის მაინც თბილად ჩაიცვი, როცა შემოგლიჯინდება, შეიძლება ქარიშხალი ამოვარდეს და გაცივდე..."
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო ქაცარავა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
„ვუყურებ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს და გული სიამაყით მევსება, მიხარია , რომ იმ პარტიაში ვარ სადაც ასეთი ლიდერია. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და მიშა გაიმეორებს იგივე სიტყვებს , რომელიც ამ ვიდეოს ბოლოსაა, გვეყო ზეიმი და ახლა საქმეს შევუდგეთ, ქვეყნის შენებას შევუდგეთ."