„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„POSTV რომ დავაფუძნეთ, კობას სახლში ვეწვიე და კონსულტანტობა ვთხოვე. პასიურ რეჟიმში იყო, მაგრამ მაინც დამთანხმდა. რამდენიმე საინტერესო გადაცემაც ჩაწერა დამოუკიდებლად, მეცნიერული განხრის. ჯდომაც კი უჭირდა იმ პერიოდში, ამიტომ სათათბირო პირველ სართულზე გადმოვიტანეთ და ორთოპედიული „კრესლოც“ გავუხერხეთ. მაკვარანცხმა ოპერატორმა ამ პოზაში გადაუღო ფოტო და ძალიან მომინდა, გაგიზიაროთ - კობა ითანხმებს ჰედლაინებს.
გაანათლოს მისი სული ღმერთმა!“ - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.