რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
როგორც პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან რთული და მტკივნეული, თუმცა სომეხი ხალხისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
„ამ გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრისგან სიმამაცეს მოითხოვდა. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პრემიერ- მინისტრს და მის გუნდს მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.