საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკა „თიმის“ კოვიდ-განყოფილებაში მორიგეობს. ვიდეოს სოციალურ ქსელში სამედიცინო დაწესებულება ავრცელებს.
დავით სერგეენკო ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. მოხალისეობის სურვილი ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა 16 ნოემბერს გამოთქვა.