logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: დიდი მომავალი გეჭყანებათ ნაცებო...
- +

2 ივლისი. 2016. 22:42


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კანდიდატად გიგი წერეთლის წარდგენასა და აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის სრულ მხარდაჭერას ულოცავს:



„ვულოცავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!

 

გიგი წერეთელს რუსეთის დელეგაცია - მხარდაჭერასა და ნდობას უცხადებს ეუთოს უმაღლეს თანამდებობაზე.

 

მეგობრებო, სადმე, რაღაც უმნიშვნელო საქმეში კი არა - ეუთოს პრეზიდენდობის ამბავში..... ანუ რუსეთი ენდობა სააკაშვილს, ბოკერიას, ბაქრაძეს, კანდელაკს, ჩიორას, ჩერგოს და ყველა გულანთებულ "პატრიოტს"..... რუსეთს სჯერა, რომ გიგი წერეთელი, არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერთგულად ემსახუროს რუსეთს და დაიცვას "როსსია მამას" ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

 

თქვენ ნამდვილად "გაიმარჯვებთ" 8 ოქტომბერს, ალბათ რუსეთი მხარდაჭერას არ მოგაკლებთ.

 

დიდი მომავალი გეჭყანებათ ნაცებო....

 

კიდევ რა უნდა ვთქვა?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner