logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: ლეჩხუმი ჩვენს რეგიონში უნიკალური ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
- +

2 დეკემბერი. 2020. 21:31

 

 

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან მდებარე საირმის სვეტებამდე მისასვლელი ბილიკისა და მოედნის მოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

 

დაახლოებით 800მ-ის სიგრძის ბილიკი და მოედანი ქვაფენილის ზედაპირით მოპირკეთდება, მზის სისტემაზე მომუშავე განათებებით და სხვა საჭირო  ინვენტარით აღიჭურვება.

 

,,ლეჩხუმი ჩვენს რეგიონში უნიკალური ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გავაუმჯობესოთ ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილება კონკრეტულ ძეგლებამდე.''-აცხადებს გოჩა ენუქიძე.

 

აღნიშნული ინტერმუნიციპალური პროექტი, რომლის ბიუჯეტი 293 999 ლარია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,

 

2020 - 2022 წწ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner