logo_geo
eng_logo
სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო ნომერი ამოქმედდა
- +

2 ივლისი. 2016. 23:04


დღეიდან უკვე 0 901 12 12 12 ნომერზე დარეკვით შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბავშვებს და მშობლებს, რომლებიც სიმსივნურ დაავადებას ებრძვიან.


სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად საქველმოქმედო ზარის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია.


აქვე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კომპანია სილქნეტს, რომელიც აღნიშნულ ნომერზე სილქნეტის აბონენტების მიერ განხორციელებული თითოეული ზარიდან თანხის 98%-ს, ანუ 1 ლარიდან 98 თეთრს გადმორიცხავს სოლიდარობის ფონდში.


რაც შეეხება სხვა ოპერატორებს, ბილაინის ნომრებიდან განხორციელებული ზარის შემთხვევაში თითოეული ზარიდან თანხის 65% ანუ 65 თეთრი ჩაირიცხება სოლიდარობის ფონდში, მაგთის ნომრებიდან - თანხის 60% - ანუ თითოეული ზარიდან 60 თეთრი, და ჯეოსელის ნომრებიდან - თანხის 54% - ანუ თითოეული ზარიდან 54 თეთრი.


არსებული ფინანსური რეგულაციების ფარგლებში, ეს გახლავთ ის მაქსიმალური ჩარიცხვები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ოპერატორებისგან.


თუმცა, ჩვენ არაერთი სამუშაო შეხვედრა უკვე გავმართეთ და მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ოპერატორ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებებთან, რომ ზოგადად საქველმოქმედო ნომრებზე დარეკვის შემთხვევაში დაბეგვრა მინიმუმამდე დავიყვანოთ.


აღნიშნული, არამხოლოდ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის, არამედ - საქართველოში მოქმედი ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.




წყარო: mkitxveli.ge



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner