logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ოპოზიციამ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალა ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორებიცაა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა
- +

3 დეკემბერი. 2020. 00:21

 

 

„არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოსთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მთლიანად საზოგადოებამ ეს გამოცდა ჩააბარა წარმატებით“, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, უპრეცედენტო აქტივობა იყო და ამომრჩევლებმა მაღალი დონის პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

 

„სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი იმ პოლიტიკურ პროცესებსა და ქუჩის აქციებზე, რაც შემდეგ მოჰყვა არჩევნებს, როდესაც პოლიტიკოსებმა პროტესტის პრაქტიკულად უპასუხისმგებლო ფორმებს მიმართეს და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალეს ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორებიცაა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner