logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: „ნაციონალები“ ხოცავდნენ პატიმრებს, პირდაპირ კამერებში ისროდნენ ტყვიებს!
- +

2 ივლისი. 2016. 23:04


სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აფასებს: 

 

„პრესის თავისუფლება არის ის, რომ პუბლიკაციებზე აუცილებლად პასუხი უნდა აგებინონ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს. მედია არის მეოთხე ხელისუფლება. მათ უნდა დაიცვან ადამიანები საშინელებებისგან და გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ვიღაცამ იგრძნოს პასუხისმგებლობა. გარკვეულ ჯგუფს ყელში ამოუვიდა ფუჭი დაპირებები, ბაქი-ბუქი და დროა, კონკრეტულ საქმეებზე გადავიდეთ. ვამხილოთ ის მოსამართლეები, რომლებიც სპეციალურად არ იხილავენ საქმეებს, ვამხილოთ ის პროკურორები, რომლებიც ხელფასის აღების გარდა არაფერს აკეთებენ.

 

სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მას და მის გუნდს არ აქვს არავითარი მორალი, არავითარი ადამიანური გრძნობა, არავითარი ადამიანური შეხედულება, ასეთი ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ისინი პატიმრებს ხოცავდნენ, პირდაპირ კამერებში ისროდნენ  ტყვიებს, ძალიან ბევრი ადამიანი დასახიჩრდა, დაიჭრა და გარდაიცვალა. მერაბიშვილი პრემიის სანაცვლოდ გვამებს უკვეთავდა! რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანებისგან? ამ ადამიანებისთვის ტერორისტული აქტი, ადამიანების მკვლელობა, პატარა ბავშვის დახრჩობა, გვამების შეკვეთა, მეტროს თავზე შემოწყობა ჩვეულებრივი ამბავია! სააკაშვილი არის ყველა ოკუპანტზე მეტი მტერი!" - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner